რუსებმა უკრაინას დრონებით დაარტყეს – მიკოლაივსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა წუხელ ს დრონებით კიდევ ერთხელ დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა მოხდა ოდესის ოლქში, სადაც საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა მიკოლაივში
„მიკოლაეველებო, გამაგრდით! ვაგრძელებთ კავშირს სამხედროებთან, შედეგებზე დილით ვისაუბრებთ! განგაშის დასრულებამდე ფანჯრებს ნუ მიუახლოვდებით“, – დაწერა „ტელეგრამზე“ ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა.
მოგვიანებით, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით