POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი

8
წაკითხვა
პროკურატურის ინფორმაციით, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, საქართველოდან აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი (ცნობილი როგორც “კოზიმჯონ გაფუროვი”), რომელსაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაციების — “ისლამური სახელმწიფოსა” (ISIS) და “ალ-ნუსრას ფრონტის” (ANF) მატერიალური დახმარება და შესაბამისი შეთქმულების მოწყობა ედება ბრალად.
უწყების ცნობით, ბრუკლინში მოქმედი რადიკალიზებული ჯგუფი “ჩაიხანას” ხელმძღვანელი ანსარი 2016 წლიდან მიმალვაში იმყოფებოდა, ხოლო 2026 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი დაკავების შემდეგ, 23 სექტემბერს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში ექსტრადირება განხორციელდა, სადაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“2026 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ში “ჩაიხანას” (Tea Party) სახელით არის ცნობილი. მას ბრალად ედება “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) და “ალ-ნუსრას ფრონტის“ (al-Nusrah Front) დასახმარებლად თანხების შეგროვება და უცხოელი მებრძოლებისთვის ადგილობრივი მხარდაჭერის ქსელის კოორდინაცია.დავუდ ანსარი (Davud Ansariy) უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, (ცნობილია სახელებით “კოზიმჯონ გაფუროვი” და “კოზიმ”), რომელიც საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დააკავა და აშშ-ს გადასცა. მას დღეს ბრალად ედება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების — “ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოსა”(ISIS) და “ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევის ერთ ეპიზოდსა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობის ერთ ეპიზოდში (დანაშაულის ჩადენის პერიოდში ორივე ორგანიზაცია აღიარებული იყო ტერორისტულად). ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში თბილისიდან 23 სექტემბერს განხორციელდა.”ათწლიანი მიმალვის შემდეგ, ანსარი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, რათა პასუხი აგოს მსოფლიოში ორი ყველაზე სასტიკი ტერორისტული დაჯგუფების — ISIS-სა და ANF-სთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს ტერორისტების დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის” — განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ა. აიზენბერგმა.საქმეზე გამოძიება ჩაატარა FBI-მ, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, ნიუ-იორკის შტატის პოლიციის, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის, პორტის ადმინისტრაციის პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ის მარშალთა სამსახურის მხარდაჭერით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისმა, თბილისში FBI-ის სამართალდამცავი ატაშეს ოფისმა და საქართველოს პროკურატურამ კი ანსარის დაკავება და ექსტრადიცია უზრუნველყო.ბრალდებულმა 2016 წლის მაისში, ერთ-ერთი თანამზრახველის დაკავებიდან ხუთ დღეში, შეერთებული შტატები დატოვა და თურქეთის მიმართულებით გაიქცა. მას შემდეგ ანსარი მიმალვაში იმყოფებოდა.გამოძიების თანახმად, ანსარი ხელმძღვანელობდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მოქმედ რადიკალიზებულ პირთა ჯგუფს, რომლებიც სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა იქ ISIS-ს ან ANF-ს მებრძოლები გამხდარიყვნენ, ან აფინანსებდნენ მომავალი მებრძოლების მგზავრობას. გამოძიებამ გამოავლინა ფინანსური მხარდაჭერის დიდი ქსელი, რომელიც თანხებს აგროვებდა მათთვის, ვისაც სირიაში გამგზავრება და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში ბრძოლა სურდა. ქსელის მონაწილეები ჯგუფს უწოდებდნენ “ჩაიხანას”. ჯგუფი ასევე აგროვებდა ფულს იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც მებრძოლებმა სირიაში გამგზავრებისას დატოვეს, ასევე ბრძოლაში დაღუპულთა ქვრივებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. “ჩაიხანას” მიერ შეგროვებული თანხებით, ანსარიმ და სხვებმა 2013 წელს სირიაში მცირეწლოვანის თუ ზრდასრულის, სულ მცირე, სამი პირის გამგზავრება დააფინანსეს. სავარაუდოდ, სამივე მათგანი სირიაში დაიღუპა,” — წერს უწყება.
წარდგენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ანსარის მაქსიმალური სასჯელის სახით 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2 წუთის წინ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გადახედვა
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
7 წუთის წინ
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
43 წუთის წინ
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
ერთი საათის წინ
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
ერთი საათის წინ
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
ერთი საათის წინ
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
2 საათის წინ
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
გადახედვა
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
2 საათის წინ
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
2 საათის წინ
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
2 საათის წინ
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
გადახედვა
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
3 საათის წინ
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
3 საათის წინ
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
3 საათის წინ
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
4 საათის წინ
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
4 საათის წინ
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
4 საათის წინ
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
“ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა” — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
4 საათის წინ
“ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა” — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
4 საათის წინ
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
5 საათის წინ
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
5 საათის წინ
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
გადახედვა
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
5 საათის წინ
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
კვირის ტოპ-5
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია7118 ნახვა
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი3975 ნახვა
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?3031 ნახვა
ნატა ფერაძეს “ხაშურის მუნიციპალიტეტის” ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?2896 ნახვა
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება1985 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კრიმინალი
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI-ს “ურჩმა” აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
OpenAI-ს “ურჩმა” აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
პოლიტიკა
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
თბილისი
“თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
“თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
პოლიტიკა
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
ცნობილი ადამიანები
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
ბანკები და ფინანსები
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – 2 პირი დააკავეს
7 საათის წინ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და…
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა