Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ

ინტერნეტიSci-Techტექნოლოგიებიხელოვნური ინტელექტი
9
წაკითხვა
Google-მა თავისი ბრაუზერის, Chrome-ის, მომხმარებლებს სწავლასა და კვლევაზე მორგებული სამი ახალი ფუნქცია წარუდგინა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მოწყობილობებს შორის ჩანართების გადაგზავნას უკავშირდება: ამიერიდან ბრაუზერი გვერდის ზუსტ მდგომარეობას დაიმახსოვრებს.
ვებგვერდის მობილურიდან ლეპტოპზე (ან პირიქით) გადაგზავნისას Chrome უკვე ჩანართის ზუსტ მდგომარეობას შეინარჩუნებს, ანუ იგივე დარჩება როგორც სქროლის ზუსტი პოზიცია, ასევე ნაწილობრივ შევსებული ფორმებიც. მაგალითად, თუ 50 გვერდიანი სამეცნიერო სტატიის კითხვის შუა პროცესში ხართ და გვერდს ტელეფონში გადააგზავნით, კითხვის გაგრძელებას ზუსტად იმავე ადგილიდან შეძლებთ.
კომპიუტერიდან Chrome-ის ამ ფუნქციით სარგებლობა სამწერტილიანი მენიუდან არის შესაძლებელი (რომელიც ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეშია მოცემული) შემდეგი ინსტრუქციით: Cast, Save, and share > Send to Your Device. ამასთან ერთად, შესაბამისი ღილაკის დამატება ხელსაწყოების ზოლზეცაა შესაძლებელი (Customize Chrome (ახალი ჩანართის გვერდზე) > Toolbar). Android სისტემისთვის ჩანართის გასაგზავნად Chrome-ის გაზიარების მენიუს გამოყენებაა საჭირო.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრაუზერში ინტეგრირებულ ხელოვნურ ინტელექტს, Gemini-ს, ახალი ფუნქციები დაემატა. ახლა მას შეგიძლიათ შეკითხვები დაუსვათ იმ ვიდეოების, პოდკასტებისა თუ აუდიოჩანაწერების შესახებაც, რომლებიც YouTube პლატფორმაზე განთავსებული არ არის. ასევე, გვერდითა პანელში მოქმედ AI ასისტენტს შეუძლია, მედიაფაილის მოსმენის ან ყურების შემდეგ მთავარი საკითხები გამოყოს, კონკრეტული ინფორმაცია იპოვოს ან მომხმარებლისთვის გაურკვეველი დეტალები განმარტოს.
Google-ის კიდევ ერთი სიახლე ინტერაქციული ქვიზებია. Gemini-ს შეეძლება, გახსნილი ჩანართის შინაარსის მიხედვით სატესტო კითხვები შექმნას. ეს შეიძლება იყოს Google Docs-ის დოკუმენტის, YouTube ვიდეოს ან ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით. ინსტრუმენტი საკვანძო კონცეფციებს გამოკვეთს და მომხმარებელს დაეხმარება შეამოწმოს, რამდენად აითვისა მასალა. ეს ფუნქცია ჯერ მხოლოდ აშშ-სა და ინდოეთში იქნება ხელმისაწვდომი ინგლისურენოვანი მომხმარებლების, თუმცა უახლოეს თვეებში სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული სიახლეები მობილურ მოწყობილობებზე ინტეგრირდეს.
Google ბრაუზერის სხვა უკვე არსებულ ინსტრუმენტებზეც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა ჩანართების ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური განლაგება, ეკრანის გაყოფა, ჩანართების დაჯგუფება, ასევე კითხვის სპეციალური რეჟიმი და ტექსტის ხმამაღლა წაკითხვის ფუნქცია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი5452 ნახვა
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა “თვალი გაახილა” — აი, რა დაინახა მან4979 ნახვა
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?3767 ნახვა
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი3596 ნახვა
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს2037 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
ხელოვნური ინტელექტი
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
გადახედვა
ადამიანი
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
ჯანმრთელობა
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
მეცნიერება
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კოსმოსი
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
ონლაინ განათლება
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
გადახედვა
ადამიანი
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს