პაკისტანში, არჩევნების წინა დღეს, აფეთქებები განხორციელდა – დაიღუპა 30 ადამიანი

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, აფეთქებები პაკისტანში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხდა.
12 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა აფეთქების შედეგად კილა საიფულაში, პარტია „ჯამიათ ულემა-ისლამის“ საარჩევნო ოფისის წინ. მეორე აფეთქება პიშინის რაიონში, დამოუკიდებელი კანდიდატის, ასფანდ იარ კაკარის ოფისთან მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი.
ბელუჯისტანის პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს ს პროვინციამ“ აიღო.
აფეთქებები ს წინ პაკისტანში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე განხორციელდა. ძალადობის შემთხვევებმა მთელ ქვეყანაში იმატა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერის, ლიზ თროსელის განცხადებით, შეიარაღებული ჯგუფების მიერ პოლიტიკური პარტიების წევრებზე განხორციელებული თავდასხმების მინიმუმ 24 შემთხვევა დაფიქსირდა.