კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს “აგენტი” უწოდა – “გარედან იმართება”

კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს “ტიპიური აგენტი” უწოდა და დღეს ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “გარედან იმართება”.

“ის, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს” – ირწმუნებოდა კალაძე ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

„სალომე ზურაბიშვილი არის ტიპური აგენტი. გარედან იმართება, იღებს კონკრეტულ დავალებებს, რა განცხადებები გააკეთოს. ის, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ის იმართებოდა გარედან, როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე იმყოფებოდა და დღესაც აგრძელებს ამ როლში ცხოვრებას.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ. შეიძლება საუკეთესოები არ ვიყოთ, შეცდომები ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ არ მივდივართ ქვეყნის წინააღმდეგ, არ ვაუბედურებთ ქართველ ხალხს, გამოვდივართ სამშობლოს ინტერესებიდან“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ