ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებულების, ვასილ მხეიძის და გიორგი ხაინდრავას გათავისუფლებას “ოცნებაში“ ჰუმანურ აქტს უწოდებენ და ამბობენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას მხეიძე, აღიარების და მონანიების შემთხვევაში მაინც მოხდებოდა საპროცესო შეთანხმება.
გორდულაძე ატკიცებს, რომ “ქართული ოცნების“ პირობებში, ხელისუფლება იყო, არის და მომავალშიც იქნება ჰუმანური მიდგომებით გამორჩეული.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები დანაშაულს არ სჩადიოდნენ, პირველ რიგში ამისთვის არსებობს სისხლის სამართლის კანონმდებლობა და არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამათალდარღვევათა კოდექსიც, რომ მოხდეს პრევენცია შესაბამისი გადაცდომების და დანაშაულების და მეორეს მხრივ, იყოს შესაბამისი პასუხისმგებლობა, ხოლოდ პირები, რომლებიც იაზრებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ, ტანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ მიმართ სახელმწიფო, “ქართული ოცნების“ პირობებში, იყო, არის და მომავალშიც იქნება ჰუმანური მიდგომებით გამორჩეული, – განაცხადა გორდულაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგივე „ჰუმანური აქტი“ იმოქმედებს თუ არა სხვა პატიმრებზე და თუ რომელიმე მათგანი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას და მოინანიებს დანაშაულს, ყველა მათგანი გათავისუფლებდა თუ არა, გორდულაძე პასუხობს:
კიდევ ერთხელ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია მთელი რიგი პირობები, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიარება საკუთარი დანაშულის, შესაბამისად, პასუხისმგებლობის აღება და ამვდროულად მონანიება, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით, განხილული იქნას და გამოყენებული იყო ჰუმანური მიდგომა. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის კონკრეტული ბრალდებული, სახელმწიფოსთვის მთავარია ადამიანი და ადამიანის უფლებები, – თქვა მან.
ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ და თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.
მათ საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალის საქმეში, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება, ყოფილი პრემიერის წინააღმდე ჩვენებები თადვაცვის ექს-მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს.




