მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ

მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
ვინც კობახიძის გაეროში გამოსვლის ტექსტი წაიკითხა მიხვდებოდა, რომ ის მთლიანად იყო შექმნილი საერთაშორისო მოხმარებისთვის. რუსეთი ოკუპანტია. აფხაზები და ოსები – ძმები. მოდი ერთად და მშვიდობიანად ვიცხოვროთ რუსების გარეშე. მოკლედ ბლა ბლა ბლა განკუთვნილი მხოლოდ გაეროში წასაკითხად, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ფასი აქვს და არც კობახიძის რეალურ განწყობას გამოხატავს. უბრალოდ, ასეა საჭირო პოლიტესისთვის.
ამას იმიტომ ვწერ, რომ მავანთ არ გაუჩნდეთ შეგრძნება თითქოს ქვეყნის პოლიტიკა შემოტრიალდა. არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ.
ორი წუთიც არ იყო გასული ამ გამოსვლებიდან, რომ კობახიძემ ევროკავშირიც მიალანძღა და ოპოზიციასაც სექტანტები უწოდა. ასე რომ, გიხაროდენ!