რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
1
წაკითხვა
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
მან გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ მიმდინარე გლობალური გამოწვევებისა და საერთაშორისო არასტაბილურობის ფონზე, ერთადერთი გზა მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა. მისი თქმით, ხანგრძლივი მშვიდობა ძალის გამოყენებით ვერ მიიღწევა და ის მხოლოდ დიალოგსა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით — ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.გლობალურ დონეზე მზარდი გამოწვევების ფონზე, კოორდინირებული რეაგირება საერთო დაბრკოლებებზე, კონფლიქტების პრევენცია და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით და ერთობლივ ქმედებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებით. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს”, — განაცხადა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა “აფხაზ და ოს ძმებსა და დებს” მიმართა და აღნიშნა, რომ საუკუნოვან საერთო ისტორიას და სამშობლოს ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზები ვერ წაშლის. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სიკეთეებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ, რადგან ისინი ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი არიან.
“წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო.საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა.დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს.გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს.ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც — ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც”, — თქვა პრემიერმა.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა რეალურ სოციალურ შედეგებში აისახება და მაგალითად სიღარიბის სამმაგი შემცირება (21.3%-დან 7.1%-მდე) მოიყვანა. მისი თქმით, მიუხედავად ამ წარმატებისა, მთავრობის მთავარი მიზანი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში რეგიონებსა და სოფლებში შესაძლებლობების გაზრდა, უთანასწორობის შემცირება და ეკონომიკური სარგებლის თითოეულ მოქალაქემდე მიტანა იქნება.
“ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს — ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდა, რეალური ხელფასების მატება, სიღარიბის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკური მდგრადობა. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგ. სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, 2020 წლის 21.3 პროცენტთან შედარებით.თუმცა, ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით.შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა”, — აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე თქვა, რომ საქართველო მზად არის პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, რადგან ხანგრძლივი პარტნიორობა და ეფექტური მულტილატერალიზმი მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და არა ზეწოლითა და იძულებით.
“საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით. პატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტილატერალიზმისთვის”, — თქვა პრემიერმა.
“განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა” — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე “ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე” — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას ესწრება, რომელიც 18-28 სექტემბერს გაეროს შტაბ-ბინაში ტარდება.
კომენტარები
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
19 წუთის წინ
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
გადახედვა
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
20 წუთის წინ
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
“კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები” — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
26 წუთის წინ
“კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები” — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
10 საათის წინ
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
გადახედვა
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
14 საათის წინ
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
15 საათის წინ
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
16 საათის წინ
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
გადახედვა
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
17 საათის წინ
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
17 საათის წინ
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
17 საათის წინ
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
17 საათის წინ
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
17 საათის წინ
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
18 საათის წინ
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
გადახედვა
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
18 საათის წინ
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
18 საათის წინ
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
18 საათის წინ
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
19 საათის წინ
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
19 საათის წინ
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
24 სექტემბერი, 11:39
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში “კამარა ფესტივალი” გადაიდო — რა მოხდა?
24 სექტემბერი, 11:30
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში “კამარა ფესტივალი” გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
24 სექტემბერი, 11:17
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
კვირის ტოპ-5
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია7115 ნახვა
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი3682 ნახვა
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?3027 ნახვა
ნატა ფერაძეს “ხაშურის მუნიციპალიტეტის” ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?2895 ნახვა
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება1874 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
პოლიტიკა
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
პოლიტიკა
ზელენსკიმ პუტინს “ნულოვანი პაციენტი” უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
ზელენსკიმ პუტინს “ნულოვანი პაციენტი” უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
მუსიკა
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
პოლიტიკა
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
ტექნოლოგიები
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
პოლიტიკა
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
ახლა კითხულობენ
გადახედვა
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
24 სექტემბერი, 09:02
პატარკაციშვილების ოჯახმა დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ამის შესახებ bm.ge-მ Biograpi…
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
“ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი” — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს