34 წლის მცველი დავიდ ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსით „უდინეზეში“ გადავიდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე იცავს.
„ჩემპიონი შავ-თეთრ“ ფერებში. დავიდ ალაბა „უდინეზეს“ ფეხბურთელია. გამოცდილება, ლიდერული თვისებები და უმაღლესი დონის კარიერა. კეთილი იყოს შენი მობრძანება უდინეში, დავიდ!“, – წერს კლუბის საიტი.
ალაბამ გასულ სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში ლა ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.