პრემიერი – ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები, ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა

ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები.
„უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს არის მიზანმიმართული პროცესის ნაწილი. ეს ნაბიჯები აშკარად მიმართულია ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, ომი იყო ორივე რეგიონში, შესაბამისად, ამას უკავშირდება კონკრეტული პრობლემები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის მიზანია ნდობის აღდგენა. ნდობის აღდგენა არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი.
ჩვენ სწორედ ასე გვესახება ჩვენი ტერიტორილი მთლიანობის აღდგენა. ზუსტად ამას, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა, შესაბამისად, ეს განცხადებებიც არის კონკრეტული ძალებისგან დაკვეთის შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ მიმართულებებს უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნდობის აღდგენისთვის და მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული