პაატა დავითაია – რეალურად, ჩანს, რომ მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული რუსეთის ფედერაციას

რეალურად, ჩანს, რომ მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული რუსეთის ფედერაციას იმიტომ, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ნიშნავს აღიარებას, საზღვრების დემარკაციის საკითხის დაყენებას, ამიტომ, ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მიანიშნებს, რომ რუსული მხარე სეპარატისტებთან ერთად ემზადება შემდგომი ნაბიჯისთვის.

“სახიფათოა, რომ ერთობლივი განცხადება გაკეთდა, რისი პრეცედენტიც მანამდე არ იყო. ეს მიანიშნებს, რომ რუსული მხარე სეპარატისტებთან ერთად ემზადება რაღაც შემდგომი ნაბიჯისთვის იმიტომ, რომ ისინი ამას ტყუილად არ განაცხადებდნენ და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს რეაგირება ამას ჩვენი ქვეყნის მხრიდან.

რეალურად, ჩანს, რომ მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული რუსეთის ფედერაციას იმიტომ, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ნიშნავს აღიარებას, საზღვრების დემარკაციის საკითხის დაყენებას, ამიტომ, ყოვლად მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყოველთვის იყო, რომ არ ეთანხმებოდა ამას, მაგრამ ეს განცხადებები იყო ცალ-ცალკე და ახლა ერთობლივია, რაც სახიფათოა”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ “რუსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს მოითხოვენ”.