კოკა ქამუშაძე: ყოველთვის იქ ვიდგები სადაც მინდა და იმაზე დიდხანს ვიდგები ყველგან სადაც დავდგები, ვიდრე პაპუაშვილი იჯდება იქ სადაც ზის

მწერალი კოკა ქამუშაძე:
დღეს რომ პაპუაშვილმა ვითომ დაგვცინა, იმიტომ გაბედა რომ ცოტა ხალხი დაინახა.
მიტოვებული ხალხი დაინახა და გაბედა.
მე პირადად იმოტომ ვდგავარ რომ იმ ხალხმა ვინც ჩვენთან ერთად იდგა, ვინც თავი გასწირა და ჩვენს მაგივრად ციხეში ზის, თავი ბრძოლაში მიტოვებულად არ იგრძნოს, ამ მცირედი სოლიდარობის აქტით მაინც.
ეგ არის ჩემი დგომის არსი და აზრი.
და კი, ამის გამო, 666 დღეც ვიდგები და 6666-იც სანამ ერთი ადამიანი მაინც დარჩება ციხეში.
ყოველთვის იქ ვიდგები სადაც მინდა და იმაზე დიდხანს ვიდგები ყველგან სადაც დავდგები, ვიდრე პაპუაშვილი იჯდება იქ სადაც ზის.