არ გრცხვენია? – ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ (ვიდეო)

ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.

მაშინ, როცა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში შედიოდა, მას ქართველმა ქალბატონებმა უთხრეს, რომ “მონა მთავრობას” ემსახურება.

არ გრცხვენია ქალბატონო ბოჭორიშვილო? მონა მთავრობას ემსახურებით, რატომ არ გაჩერდა ქალბატონი, რატომ არ გველაპარაკა”, –  უთხრეს ბოჭორიშვილს. 

მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან არ გაჩერდა. რესტორანთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყების თანამშრომელი გაესაუბრა. მას ქალბატონებმა უთხრეს, რომ შვილებისგან შორს ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წამოსულები.

“საქართველოშიც არის სამუშოა ადგილები” – უთხრა საგარეო თანამშრომელმა პროტესტის მონაწილეებს.

თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან გადაიფიქრა.

ვიდეოს ნეტგაზეთი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი