ერთა ლიგის დაწყების წინ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:
“მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.
პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ. შემდეგ კი, უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს”.
NAKREBI.GE