დროს აღარ აქვს დრო – პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს

18 წლის ნახევარმცველს დრო ფერნანდესს შეიძლება პსჟ-ს დატოვება მოუწიოს, – იტყობინება El Nacional-ი.
იანვარში „ბარსელონადან“ გადაყვანილ ფერნანდესზე მწვრთნელი ლუის ენრიკე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა ფეხბურთელი გუნდის მაღალ ტემპს ვერ უძლებს და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, შემადგენლობიდან გამოიყვანს.
ფერნანდესს ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „პარი სენ ჟერმენი“ მასთან განშორებას განიხილავს.
დრომ ამ სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.