ყვარელში 85 წლის ქალი მოკლეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს.

შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.