ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულზე შსს-მ გამოძიება გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TOK2Region მშობლებზე, ეკატერინე წამალაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა 18 სექტემბერს სკოლაში მომხდარი ინციდენტი. მოსწავლის მშობლის, ეკატერინე წამალაშვილის თქმით, მასსა და დირექტორს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც მშობელი ჰყვება, დაპირისპირებამდე, სკოლაში მისი შვილის სწავლის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობდა. წამალაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა მათემატიკაში ექსტერნის გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს და ამის გამო მომდევნო კლასში ვერ გადავიდა. მისი შეფასებით, სკოლის გადაწყვეტილება სუბიექტური იყო.
მშობელი მიიჩნევს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს დაგვიანებისა და გაცდენების გამო უარყოფით შეფასებებს უფიქსირებდა, რის გამოც მას ექსტერნის გამოცდა დაენიშნა.
“სწორედ ამ დაპირისპირების გამო, მასწავლებელმა არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა. ექსტერნის გამოცდამდე უნდა ჩაებარებინა საშემოდგომო გამოცდა. რადგან ჩემს შვილსა და მასწავლებელს შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, მან მიზანმიმართულად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა,” – ციტირებს გამოცემა ეკატერინე წამალაშვილის განცხადებას.
ფოტო: TOK2Region




