საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა. მაკრონმა სკორსეზეს საპატიო ლეგიონის დიდი ოფიცრის, ხოლო დე ნიროს ოფიცრის წოდება მიანიჭა. ორივე მათგანი 83 წლისაა. დაჯილდოება მათი კინოსა და მისი შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გაიმართა.




