ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა

ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა
ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ ნაცმოძრაობის წევრის თემურ ჯანაშიას კითხვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ირაკლი მ აღნიშნა, სააკაშვილი თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული.
“რაც შეეხება ს მდგომარეობას, ბატონი თემურ ჯანაშიას კითხვა იყო, ითქვა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა შეგახსენებთ, რა იყო ოპოზიციის შესაბამისი ნაწილის რიტორიკა ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ მათი გზავნილები იყო, რომ დღეები იყო დარჩენილი, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას ამბობდნენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.
დღეს ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა. ანუ, ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მგდომარეობა მანამდე რა იყო არ ვიცით, მაგრამ თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დამთრგუნველი და დამამცირებელია სააკაშვილის მდგომარეობა, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას შეახსენებს, რომ სააკაშვილი ციხეშიც კი არ არის. „მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ არის ხიცეშიც კი.
ის არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში. შეიძლება ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის ოროთახიან პალატაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე დავითრგუნებოდი ამით მორალური შეხედულებიდან გამომდინარე. არ ვიცი რამდენად ითრგუნება ამით მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო