გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
6
წაკითხვა
გიორგი სულამანიძე წერს, რომ 21 სექტემბრიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა მისი თქმით, ეს მისი სურვილით არ მომხდარა და სააგენტომ მასთან შრომითი ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უკვე ყოფილი დირექტორი წერს, რომ გათავისუფლება რაიმე პროფესიულ გადაცდომას არ უკავშირდება. სულამანიძე ასევე აკრიტიკებს დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეორგანიზაციებსა და მენეჯმენტის ცვლილებებს და ამბობს, რომ სისტემიდან კვალიფიციური კადრების წასვლა ბუნებისდაცვით სფეროს აზიანებს.
“16 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, ხოლო მთლიანად დაცული ტერიტორიების სისტემაში 19 წელი გავატარე, 2007 წელს, სტაჟიორის პოზიციიდან დავიწყე.21 სექტემბრიდან დავტოვე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა. მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება — დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი.ამ 16 წლის განმავლობაში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ერთად მნიშვნელოვანი განვითარების გზა გავიარეთ:გაიზარდა ტერიტორიის ცნობადობა და ვიზიტორთა რაოდენობა: 2010 წლის 15 117-დან 2019 წელს 59 761-მდე.მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ ბიომრავალფეროვნების დაცვაში: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა დაახლოებით 350-დან 800-მდე, ხოლო არჩვის — 40-დან 250-მდე გაიზარდა.განხორციელდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები, მათ შორის აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის GPS-მონიტორინგი. განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, განახლდა მართვის გეგმები, გაძლიერდა გარემოსდაცვითი განათლება და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა.ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა: ფოტოხაფანგების, SMART-ისა და მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის განვითარება.ფოტოხაფანგების გამოყენება ჯერ ბორჯომ-ხარაგაულში გამოიცადა, შემდეგ დაინერგა ლაგოდეხში და მოგვიანებით სხვა უწყებების პრაქტიკაშიც გავრცელდა. ბოლო ეტაპზე უკვე მათი მონაცემების ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამუშავებასა და ანალიზსაც ვტესტავდით.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრაკონიერობის პრევენცია და მასთან თანმიმდევრული ბრძოლა. ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგს ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერამ და სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობამ.მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ურთულეს პერიოდში პროფესიული ღირსება, ერთგულება და ადამიანური თანადგომა შეინარჩუნა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგები და თანამოაზრეები: დაცვის განყოფილების უფროსი ზურაბ ლომიძე და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი თეა შალვაშვილი.ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავ მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა.ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს.თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს.პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის.მჯერა, რომ დაცული ტერიტორიების სისტემა გაცილებით მეტს იმსახურებს: პროფესიონალიზმზე, სამართლიანობაზე, ღირსებაზე, მეცნიერებასა და ადამიანების პატივისცემაზე დაფუძნებულ მართვას.ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს, საქართველოს ბუნებისა და ქართველი ხალხის სამსახურს მივუძღვენი — საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კვლევას.თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ ბუნებისდაცვითი მისიიდან არ მივდივარ.ადამიანები ბუნების სამსახურში; ბუნება ადამიანების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და მომავლისთვის.მადლობა ყველას, ვინც ამ 19-წლიან გზაზე ჩემ გვერდით იდგა და მრავალწლიანი ნდობა გამომიცხადა”, — წერს სულამანიძე.
კომენტარები
გადახედვა
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
6 წუთის წინ
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
27 წუთის წინ
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
გადახედვა
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
30 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
36 წუთის წინ
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
12 საათის წინ
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
12 საათის წინ
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
13 საათის წინ
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
16 საათის წინ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
გადახედვა
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის – „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
17 საათის წინ
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის – „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
17 საათის წინ
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
17 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
17 საათის წინ
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
Nvidia-ს ხელმძღვანელი: “0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს”
17 საათის წინ
Nvidia-ს ხელმძღვანელი: “0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს”
გადახედვა
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
18 საათის წინ
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
18 საათის წინ
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
18 საათის წინ
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
19 საათის წინ
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
გადახედვა
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
19 საათის წინ
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
19 საათის წინ
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
“გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა” — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
19 საათის წინ
“გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა” — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
22 სექტემბერი, 12:00
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
კვირის ტოპ-5
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია7091 ნახვა
ნატა ფერაძეს “ხაშურის მუნიციპალიტეტის” ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?2867 ნახვა
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?2831 ნახვა
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს606 ნახვა
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა603 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ეკონომიკა
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კოსმოსი
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი “მთვარე” შთანთქა
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი “მთვარე” შთანთქა
ინსპირაცია
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
გადახედვა
საზოგადოება
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
ცხოვრების სტილი
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
გადახედვა
კრიმინალი
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
პოლიტიკა
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
ცხოვრების სტილი
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან “გონებრივად ნებდებიან”
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან “გონებრივად ნებდებიან”
ახლა კითხულობენ
გადახედვა
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
22 სექტემბერი, 10:14
თბილისის მერი კახი კალაძე გარემოვაჭრეების მხრიდან “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების…
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა