სალომე სიმონია: 9,6 მილიონ დოლარად რუსული კომპანია “როსლავლსკისგან” 200 ცალ ნახევარვაგონს ვყიდულობთ. თითო ვაგონში 48 000 დოლარს ვიხდით

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
9,6 მილიონ დოლარად რუსული კომპანია “როსლავლსკისგან” 200 ცალ ნახევარვაგონს ვყიდულობთ. თითო ვაგონში 48 000 დოლარს ვიხდით.
2026 წლის 27 აგვისტოს საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომლის გენერალური დირექტორი იური ჩერნიაკი გახლავთ.
იური ჩერნიაკი პუტინის პარტიის, “ერთიანი რუსეთის” წევრი და ამავდროულად, სმოლენსკის ოლქის რეგიონალური დუმის დეპუტატია.
ცოტა ხნის წინ, მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით ალექსანდრე ნეველის ორდენი მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ სუსმა 2026 წლის 16 აპრილს, საქართველოს რკინიგზის ყოფილ დირექტორზე, დავით ფერაძესა და კიდევ რვა პირზე კორუფციის ბრალდებით საქმე აღძრა.
როგორც ცნობილია, ამ პოზიციაზე მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრები ინიშნებიან.
მანამდე რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტს მამუკა ბახტაძე იკავებდა, რომელიც შემდეგ ბ. ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად დააწინაურა.
კორუფციაში მხილებული ფერაძე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა – მტკვარი ჰესის დირექტორი იყო.
ფერაძის ძმაკაცი და ბიზნეს-პარტნიორი გახლავთ, ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთში საქართველოს „ელჩად“ დანიშნული კაცი – მამუკა მერკვილაძე.
ვიდრე მამუკა მერკვილაძეს ელჩად გადაიყვანდნენ, ის 2018 წელს ფერაძემ რკინიგზის შვილობილი კომპანიის „GR Logistics & Terminals“-ის დირექტორად დანიშნა.
მამუკა მერკვილაძემ 800-მდე ვაგონი რუსულ კომპანიას აუქციონის გარეშე, ქვეყნისთვის დამაზიანებელი პირობებით გადასცა და ამ ფაქტიდან მალევე თანამდებობა დატოვა.