ლევან გოგიჩაიშვილი: ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია (ვიდეო)

ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქიდანაც კარგად ჩანს, რომ როცა ქოლცენტრების დანაშაული სხვებს გადააბრალეს და ციხეში ჩასვეს, ამ თაღლითურმა სქემამ კვლავ გააგრძელა მუშაობა.

გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერს სუს-ი, შსს, სასამართლო და პროკურატურა ერთად მფარველობას და ყველა ხელს აფარებს ამ ორგანიზებულ დანაშულს.