ანდრო ჭიჭინაძე 21-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. იმ სკოლაში, რომელსაც დღეს დანგრევა ემუქრება.
გიზიარებთ ჭიჭინაძის საჯარო წერილს.
21-ე საჯარო სკოლა (ჩემთვის “შისტოი”) არის და ყოველთვის იყო ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად, სწავლობდნენ თავისუფალ აზროვნებას და ამ პროცესით იყვნენ და არიან ბედნიერები.
ეს ყველაფერი იმ გადასარევი მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც წლებია ამ გარემოს ქმნიან.
ეს ფასეულობები, რომლებიც ამ სკოლამ შექმნა დანგრევას არ ექვემდებარება.
იმ უპასუხისმგებლობის დეტალებზე არაფერს ვიტყვი, რაც ამ დღეებში გავიგე. ერთადერთის თქმა მინდა რომ არცერთი მთავრობის პირობებში ამ სკოლას უკან არაფერზე დაუხევია სხვადასხვა დროს მთავრობების ინტერესების მიუხედავად.
ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს. ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში.
მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი სკოლის დაცვისთვის“— სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილს სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს




