ახალციხის მერია თემურ თათარაშვილს კონცერტისთვის 10 000 ლარს გადაუხდის | ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ გამარტივებული შესყიდვის პირობების მიხედვით, თათარაშვილმა 90 წუთის განმავლობაში უნდა იმღეროს.
„ჩვენ პერიოდულად ჩამოგვყავს ხოლმე მომღერლები და მოსახლეობისთვის ვმართავთ კულტურულ ღონისძიებებს. […] ჩემი აზრით, უადგილოა მაგ შეკითხვის დასმა [იწვევენ თუ არა მუნიციპალიტეტში იმ მომღერლებსაც, ვინც მათ პოლიტიკას აკრიტიკებს]… ცოტა უცნაურია… გადაწყვეტილებას იღებს მერი, ვინ ჩამოიყვანოს და ვინ – არა… შეგიძლიათ ნახოთ, ვინ მყავდა მანამდე ჩამოყვანილი და ვისაც ჩამოვიყვან, ეს არის მერის გადაწყვეტილება” | ამბობს მათთან საუბრისას ახალციხის მერი, ვარლამ წიკლაური