სიმონიანი: საქართველოს ხელისუფლება ბევრად უფრო პრაგმატული, ცივილიზებული და უბრალოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე სომხეთის…

“საქართველოს ხელისუფლება ბევრად უფრო პრაგმატული, ცივილიზებული და უბრალოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე სომხეთის…” | წერს პუტინის პროპაგანდისტი სიმონიანი Telegram-ის საკუთარ არხზე და აზიარებს რუსული მედიის სტატიას, სადაც ის რუსოფობიასთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე წერდა
🔻 “საქართველოში რუსოფობია ჩანასახშივე უნდა აღმოიფხვრას, განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ… “ეს პრინციპული განსხვავებაა. ჩვენ კი არ უნდა მოვკლათ ტერმინი „რუსოფობია“, არამედ თავად რუსოფობია უნდა მოვკლათ საქართველოში ჩანასახშივე”. – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, რუსოფობიის თემაზე გამართული ტელედებატების დროს” | დაწერა კრემლის მედია TACC-მა