მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან – ამერიკის ელჩი

მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან – ამერიკის ელჩი
ამერიკის ელჩი საქართველოში, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატ სთან კარგი თანამშრომლობა აქვს.
ამ საკითხზე მან 7 თებერვალს “რუსთავი2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას ისაუბრა.
“მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.
იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.
კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა,”- განაცხადა რობინ დანიგანმა “რუსთავი2”-ის ეთერში სტუმრობისას.
Next: ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა

ასევე დაგაინტერესებთ