“აეროსტატზე ყველა საჭირო შემოწმება იყო ჩატარებული” – ავიაციის სააგენტო საჰაერო ბურთის ჩამოვარდნაზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნაზე აცხადებს, რომ აეროსტატზე ყველა საჭირო შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული და მას სერთიფიცირებული მფრინავები მართავდნენ.
“აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სითბური აეროსტატი [Cameron Balloons Z-315] დან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით მიფრინავდა, რაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაშიც წარადგინა.
“დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV)”, – აცხადებს ავიაციის სააგენტო.
უწყების ცნობით, საავიაციო შემთხვევას ამ ეტაპზე იკვლევენ, შესაბამისად, “სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები”.
დღეს, 7 თებერვალს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი, რომელზეც 3 ადამიანი იყო, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი და ორი მფრინავი, მათ შორის საქართველოს აერონავტიკის ფედერაციის პრეზიდენტი და კომპანია Sky Travel Group-ის დამფუძნებელი რევაზ უთურგაური და პოლონელი მფრინავი კშიშტოფ ზაპარტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!