პირველადი ოფიციალური შედეგებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92.1%-ი მიიღო

პირველი ოფიციალური შედეგებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ხმების 92.1%-ით ლიდერობს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაზაჰირ პანახოვი ავრცელებს.
მისი ცნობით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 54.47%, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 92.1%-ით (2,711,804 ხმა) ლიდერობს. 2.2% (59,719 ხმა) აქვს ზაჰიდ ორუჯს, 1.99% (53,986 ხმა) ფაზილ მუსტაფას, 1.78% (48,315 ხმა) გუდრატ ჰასანგულიევს, 0.79% (21,406 ხმა) რაზი ნურულაევს, 0.66% (17,855 ხმა) ელშად მუსაევს, და 0.48% (12,981 ხმა) ფუად ალიევს.
ცნობისთვის, რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ორმა უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, “მუსავათმა” და “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ” უარი განაცხადეს არჩევნებში კანდიდატების წაყენებაზე და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?