რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია: DDoS-ის ტიპის ათასზე მეტი თავდასხმა სისტემაზე

რუსეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დუმის არჩევნების ბოლოს დღეს – კვირას განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული „მომსახურების უარყოფის“ (DDoS) ტიპის თავდასხმების 1 000-ზე მეტი ტალღა დაფიქსირდა.
DDoS-ის ტიპის თავდასხმები გულისხმობს სისტემის ინტერნეტ-ტრაფიკით გადატვირთვას, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება ვერ შეძლოს.„გასული პერიოდის განმავლობაში, რუსეთში უშუალოდ საარჩევნო პროცესში ჩართული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ DDoS თავდასხმების 1 000-ზე მეტი ტალღა დაფიქსირდა,“ – მოჰყავთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას სიტყვები.რუსეთში 20 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები მთავრდება.450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია.არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.