16 სექტემბერს ხაშურის ბაღები გაიხსნა, თუმცა 1370 ბავშვისთვის ხორცი არ ჰქონდათ.
სააგენტოს წარმომადგენლები ჯერ ისევ ფოტოების გადაღებით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც 11:05 სთ-ზე კომპანია ,,ფუდ სერვისმა” ტელეფონით სააგენტოს შესყიდვების უფროსს, ნანა შუბითიძეს საბოლოოდ აცნობა, რომ საქონლისა და ქათმის ხორცს ვერ მიაწვდიდა.
ხორცი არ მიეწოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის 19 საბავშვო ბაღს, სადაც 1370 ბავშვია რეგისტრირებული.
ნანა შუბითიძის მოხსენებით ბარათის მიხედვით, კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა 25 აგვისტოს. აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ წლის ბოლომდე ბაღებისთვის 2.5 ტონა საქონლის რბილი ხორცი და 1.1 ტონა ქათმის ფილე მიეწოდებინა.
შექმნილი ვითარების გამო, ნანა შუბითიძემ 16 სექტემბერს სხვა კომპანიას მიმართა კითხვით, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, საჭირო პროდუქცია მიეწოდებინა. წერილიდან ირკვევა, რომ კომპანია „ენ ენ პროდუქტი“ მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა.
ბაღების გაერთიანებას თანხმობა მისცეს, რომ ,,ენ ენ პროდუქტისგან” ხორცი შეისყიდოს. საიდან შეძლებს ასე მოულოდნელად ,,ენ ენ პროდუქტი” ხორცის შეძენას, ამ ეტაოზე უცნობია