ირაკლი კობახიძე – დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს.
„როგორც მოგეხსენებათ, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან. მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყვნენ უდანაშაულო ადამიანები დაჭერილი, მგონი, კითხვის ნიშნები საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე წარიმართა. რატომ მოხდა რუკების ისე განსაზღვრა, როგორც განისაზღვრა, შემდეგ რატომ მოხდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან იმ განცხადებების გაკეთება, რომელიც გააკეთა. დღეს ითქვა, თითქოს არავინ უარყოფს იმას, რომ გარეჯი საქართველოა, თუმცა, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „აღიარა“, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კონკრეტული ნაწილი საქართველო არ იყო. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კითხვები თავის დროზე დაისვა. თუ არ ვცდები, ნინო კალანდაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ამიტომ, კითხვები არსებობს როგორც საჯარო მოხელეების, ასევე, პოლიტიკურ ნაწილში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა არის“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ