წყარო: გუშინ საღამოს რამდენიმე ბაგა-ბაღმა უარი თქვა ქათმის ხორცის მიღებაზე, რადგან მის ვარგისიანობაში ეჭვი შეეპარათ (ვიდეო)

ცნობილი ხდება, რომ გუშინ საღამოს რამდენიმე საბავშვო ბაღმა მიწოდებული ქათმის ხორცის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ „პირველების“ რედაქციას ანონიმურობის დაცვის პირობით წყარო უყვება. წყაროს ინფორმაციით, მიზეზი პროდუქტის მდგომარეობა გახდა – მისი თქმით, ხორცს გაფუჭების ნიშნები ჰქონდა და საკვებად უვარგისი იყო.

ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევების ფონზე. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, კონკრეტულად რომელი საკვები პროდუქტი გახდა ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მოწამვლის შემთხვევებს ქათმის ხორცი. გამოძიებამ სწორედ ინტოქსიკაციის წყარო უნდა დაადგინოს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით მომწოდებელი კომპანიების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ამასთან, კვლავ პასუხგაუცემელია, როგორ კონტროლდებოდა ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების ხარისხი და უსაფრთხოება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს