ჟურნალისტი, PR სპეციალისტი ანა მარშანია:
თბილისის 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელი მოწამლულია და 6 კლინიკაშია გადაყვანილი. “ატკატებით” ფულის მოპარვა არ აკმარეს, ახლა, პირდაპირ დაწამლეს ბავშვები.
ინფორმაცია რომ წავიკითხე, დავაზუსტე, მე-20 ბაღი ხომ არ უნდა ეწეროს-მეთქი? – არა, ოცი საბავშვო ბაღია. წარმოიდგინეთ მასშტაბი.
პარალელურად, გუშინ, მოწმენდილ ცაზე, 21-ე (ყოფილი მე-6) სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებმა გაიგეს, რომ შენობა, სადაც ორი დღის წინ, სასწავლო წელი დაიწყო, ავარიულია და სასწრაფო რეაბილიტაციას ან დემონტაჟს საჭიროებს. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამ ეტაპზე, წარმოდგენა არ აქვთ, სად და რომელ ცვლაში, რა პრინციპით გადაანაწილებენ ბავშვებს. ეს გზა გამოვლილი მაქვს სამჯერ. ჯოჯოხეთია.
არაუშავს, მთავარია, 45 მილიონიანი პლასტმასის სასკოლო ფორმები ვიყიდეთ და კიდევ, 62-სართულიანი ტრამპ თაუერიც აშენდება.




