15 წლის მოზარდმა ბერინგის ზღვაში თითქმის სამი დღე-ღამე გადაბრუნებულ ნავზე გაატარა | ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს და წერს, რომ ბიჭი ალასკის სანაპიროსთან სათევზაოდ უფროს ძმასა და ბიძაშვილთან ერთად გაემგზავრა. ცუდი ამინდის გამო ნავი გადაბრუნდა და მისი ორივე ნათესავი დაიღუპა, თავად მოზარდი კი დაახლოებით 62 საათის შემდეგ აღმოაჩინეს. როგორც გამოცემა მის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, მთელი ამ დროის განმავლობაში ბიჭი ლოცულობდა, რადგან სჯეროდა, რომ მას იპოვიდნენ




