ლევან ღამბაშიძე: კობახიძე ატყუებს იმას, ვინც ისედაც არაფერი არ იცის. ანუ ვერავის

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ეს არის ტყუილი. კობახიძე იტყუება. ატყუებს იმას, ვინც ისედაც არაფერი არ იცის. ანუ ვერავის.
ენჯეო ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციას. არსებობენ სამგავრობო ორგანიზაციები და კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო ორგანიზაცია და ის არ იყო სამთავრობო ორგანიზაცია, ანუ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია არის მოქალაქეების გაერთიანება, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებისთვის შრომობს. ისეთი პრობლემების, რომლებსაც მთავრობა ვერ აგვარებს ან ისეთი პრობლემების, რომელთა მოგვარებაც საერთოდ არ არის მთავრობის საქმე.
არასამთავროების მონათვლა ხელოვნურ წარმონაქმნად, მისი დისკრედიტაცია და საბოლოო გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მგავრობა მონოპოლიას აცხადებს მოქალაქეთა ნებისმიერ საქმიანობაზე.
და კი, ასეთი რამე მხოლოდ ტოტალიტარულმა სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს.
კობახიძე არის ა) მატყუარა, ბ) უვიცი, გ) მანიპულატორი და დ) ადამიანი, რომლის ხელითაც ივანიშვილი ქვეყანაში ავტორიტარიზმს ამყარებს ყოველდღიურად.

ცნობისათვის,

NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. მისი ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს NGO-ები თავის დროზე. თუნდაც ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და NGO-ებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ NGO-ები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, მე მგონი, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება.

გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.