პოლიტიკურ ლიდერშიფს არც არაფრის არ ეშინია, ჩვენ ვართ პირნათელი ქართული საზოგადოების წინაშე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არაფერს ახალს არ ველოდებით. რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილის წერილებს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა, რომ ეს იყო მორინგი ქარიშხალი ჭიქაში და ვერაფერი ხელჩასაჭიდი, მათ შორის, ვერც რადიკალურმა ოპოზიციამ და ოპოზიციურად განწყობილმა მედიებმა ვერ იპოვეს.
…მე მგონია, რომ არც გიორგი ულუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს, ვერ ექნება ბუნებაში, იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ. დაველოდოთ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, თუ დაარღვევს დუმილს