სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში იყო, მაგრამ ეს ფერდობი არ ვიცით – სააგენტოს სკანდალური განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ საუბრისას და ამბობს, რომ სოფლის დაცლის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა:
“კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული. კონკრეტული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული… სოფელი არის მოხვედრილი, ამ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უამრავი ფერდობი არსებობს. აქ საუბარია კონკრეტულ ფერდობზე. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით. კი ბატონო, მითითებული იყო პოტენციურად მეწყერსაშიშ ზონაში. რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა გაცემული, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები. ეს ინფორმაცია საჯაროა, ვრცელდება ყველასთვის და ხელმისაწვდომია ყველასთვის… ვერ იქნებოდა კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან მიმართებაში.” – განაცხადა გედევანიშვილმა.