უმდიდრესი ქართველის, მიხეილ ლომთაძის ქონება $6 მილიარდამდე გაიზარდა – Forbes

Forbes-ის მილიარდერების განახლებულ რეიტინგში უმდიდრესი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასება 6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გასული წლის რეიტინგში ლომთაძის ქონების შეფასება $5.9 მილიარდს შეადგენდა ანუ ცვლილება თითქმის $100 მილიონია, თუმცა ქონების ზრდის მიუხედავად, ლომთაძე გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილიდან 694-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამავე პერიოდში სხვა მილიარდერების ქონება გაცილებით სწრაფად გაიზარდა.

მიხეილ ლომთაძის ქონების ძირითადი წყარო საბანკო-საფინანსო ჰოლდინგი Kaspi-ია, რომელიც აშშ-ის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე დალისტული კომპანიაა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $19.3 მილიარდს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში Kaspi-ის აქციები თითქმის 19%-ით არის გაძვირებული, რაც ლომთაძის ქონების შეფასების ზრდის მთავარი მიზეზია.

Forbes-ის მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფი ქართველი მილიარდერი – მიხეილ ლომთაძე, მეორე ადგილზე მყოფ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით $3.3 მილიარდით უსწრებს, რომლის ქონების შეფასება წელს ისევ $2.7 მილიარდზეა განსაზღვრული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია