გეგმავს თუ არა პუტინი ზელენსკის ლიკვიდაციას?! – რა საფრთხე ემუქრება უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს

ზელენსკის პოლიტიკურმა წაკინკლავებამ პოლონელ კოლეგასთან, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის ავიაკატასტროფის ალბათობა მნიშვნელოვნად გაზარდა…

ჰიტლერი სტალინის ფიზიკურ განადგურებას გეგმავდა, არც ბერიას უწყება დაიხევდა უკან მესამე რაიხის ფიურერის ლიკვიდაციაზე, რადგან რომელიმე მათგანის სიკვდილს მართლაც შეეძლო საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის ბედის შეცვლა…

პუტინი კი წააგავს თავისი ქმედებებით ჰიტლერსაც და სტალინსაც(ზელენსკიზე რა მოგახსენოთ) და რუსეთ-უკრაინის ომმაც თავისი ხანგრძლივობით კიდევაც გადაუსწრო საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომს, ისე, რომ ჯერ ვერც ერთი მხარე ვერ იმარჯვებს და სასურველი შედეგის მისაღწევად კრემლშიც ენდომებათ უკრაინის პრეზიდენტის ფიზიკური მოშორება, ისევე როგორც კიევში ოცნებობენ კრემლის მხცოვანი ბინადარის „გაქრობას“…

“ბოლო კვირების განმავლობაში რუსები ორჯერ უმიზნებდნენ მოლდოვაში ჩემს თვითმფრინავს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“მოლდოვაში იყო ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, და ამიტომ დაესხნენ თავს მოლდოვას. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვით, იგივე გააკეთეს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ნორვეგიიდან უკრაინაში მისი დაბრუნების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ერთი ან ორი დრონი შეიჭრა, რომლებზეც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მან აღნიშნა, რომ ეს მისი და სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების დაშინების რუსეთის სტრატეგიის ნაწილია.

მით უმეტეს, რომ არსებობს უახლესი პრეცედენტი – პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფა (რომელსაც ხშირად „სმოლენსკის ტრაგედიას“ უწოდებენ) მოხდა 2010 წლის 10 აპრილს, როდესაც პოლონეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავმა Tu-154M რუსეთში, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომთან დაშვებისას კატასტროფა განიცადა.

შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა, 96-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკა, ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობა, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები. პოლონური დელეგაცია მიემგზავრებოდა კატინის ხოცვა-ჟლეტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე.

პოლონეთის სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა შიდა აფეთქებები ბორტზე (კერძოდ, ფრთის მარცხენა კონსოლში), რაც მათ რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ თავდასხმად მიაჩნდათ.

რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს აფეთქების ან დივერსიის ვერსიას და მომხდარს მხოლოდ პილოტების შეცდომასა და არასწორ ნავიგაციას მიაწერს. მოსკოვი დღემდე უარს ამბობს თვითმფრინავის ნარჩენებისა და „შავი ყუთების“ პოლონეთისთვის გადაცემაზე.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაცია,მისი სამგზავრო თვითმფრინავის კამიკაძე-დრონების შეჯახებით რომ მოესურვებინა კრემლს, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,თუმცა პირველი ინციდენტის დროს, როდესაც ზელენკის თვითმფრინავი კიშინიოვიდან ევროპაში უნდა გაფრენილიყო,რუსული დრონი მართლაც ჩამოვარდა მოლდოვას ტერიტორიაზე და აფეთქდა,ო ღონდ კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მთელი…160 კმ-ის დაშორებით ანუ ის ვერანირად ვერ დაემუქრებოდა უკრაინის „ბორტ ნომერ ერთს“…

და მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ,გარკვეულწილად თავადვე „გაიჩალიჩა“ ის, რომ მის საპრეზიდენტო თვითმფრინავს გაეზარდა დივერსიებისა და ავიაკატასტროფის ალბათობის ხარისხი…

საქმე ის არის, რომ უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და კაროლ ნავროცკის შორის მწვავე დიპლომატიური დაპირისპირება 2026 წლის მაის-ივნისში დაიწყო. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ისტორიული მეხსიერება და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მოვლენების ინტერპრეტაციაა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანა.

კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინული სამხედრო შენაერთის მოთხოვნით, ჩრდილოეთის სპეციალური ოპერაციების ცენტრს მიანიჭა საპატიო წოდება — „UPA-ს გმირები“ (უკრაინის აჯანყებულთა არმია).

პოლონური მხარისთვის UPA ასოცირდება 1943–1945 წლებში ვოლინსა და აღმოსავლეთ გალისიაში ათიათასობით ეთნიკური პოლონელის მასობრივ მკვლელობასთან (ვოლინის ტრაგედია). პოლონეთში ამ მოვლენას გენოციდად მიიჩნევენ.

საპასუხოდ, 2026 წლის ივნისში პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო — „თეთრი არწივის ორდენი“.

შეურაცხოფილმა და გაბრაზებულმა ზელენსკიმ ოფიციალურად დააბრუნა ორდენი პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში. სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა (ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ) ასევე უარი თქვეს თავიანთ პოლონურ ჯილდოებზე. ზელენსკიმ ნავროცკი შიდა პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ზელენკიმ უარი განაცხადა ევროპისა და ამერიკისკენ ოფიციალური ვიზიტების განხორციელება პოლონური აეროპორტებიდან მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავის გაფრენებით დაეწყო, რაც ერთგვარ ტრადიციად იქცა რუსეთის თავდასხმის შემდეგ, როდესაც უკრაინის აეროპორტებიდან აფრენა ძალზე სარისკო გახდა და უკრაინის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები პოლონეთის ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტებით სარგებლობდნენ, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობენ.

პოლონელ კოლეგაზე გაბრაზებულმა ზელენსკიმ საერთაშორისო ვიზიტების შესრულება მოლდოვას დედაქალაქ-კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, სადამდეც ის კიევიდან მატარებელს ან შეჯავშნული ავტომობილების კორტეჟს ჩაყავდა.

და სწორედ აქ გამოჩნდა ახალი, დიდი საფრთხე უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის…

პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ ათეულამდე რუსული დრონი და ფრთოსანი რაკეტა შემთხვევით(შეიძლება მიზანმიმართულადაც კი) შეფრინდა პოლონეთის ცაში, ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმა განახორციელოს პოლონურ ჟეშუვისა ან ლუბლინის აეროპორტებში მდგარ ზელენკის „ეარბასზე“.

სამაგიეროდ, მოლდოვა არც ნატო-ს წევრია, არც ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა გააჩნია და საჰაერო შეტევებისგანაც თითქმის არანაირად არ არის დაცული კიშინიოვის საერთშორისო აეროპორტი, რაც ზრდის ამ აეროპორტში მდგარი უკრაინის პრეზიდენტის საჰაერო ლაინერის აფეთქების შესაძლებლობას…

უკრაინის პრეზიდენტი ზელენკი საერთაშორისო ვიზიტებისთვის იყენებს Airbus A319-115X CJ მოდელის სამთავრობო ლაინერს (სარეგისტრაციო ნომრით UR-ABA),რ ომელიც ვიზუალურად კარგად გამოირჩევა და ადვილი სამიზნეა, როგორც რუსული კამიკაძე-დრონებისთვის თუ ფრთოსანი რაკეტებისთვის, ისე ევროპის ქვეყნების, უშუალოდ აეროპორტებში მოქმედი რუსი მზვერავ-დივერსანტებისთვის…

თუკი, ზელენკის სურს შეამციროს რუსული შესაძლო დივერსიების საფრთხე მისი სამგზავრო ლაინერის, ასევე ეკიპაჟის წევრებისა და მასთან ერთად მფრენი ოფიციალური დელეგაციის წევრების მიმართ, ურჩევნია უკრაინული „ბორტი ნომერი ერთი“ ისევ პოლონურ აეროპორტებში დააბრუნებინოს, ამისთვის კი, გადალახოს პატივმოყვარეობა და პოლონელ კოლეგას საბოლოოდ შეურიგდეს…

წყარო