„ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური „ტრამპ თაუერის“ პროექტს აშშ-საქართველოს ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის ნიშნად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციისგან „დადებით სიგნალებს“ იღებს.
ამერიკელი პარტნიორების, ამერიკის წარმომადგენლების, ასეთი მაღალი დონის პირების მიერ ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის უსაფრთხო, მიმზიდველი და არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანად მსოფლიოში ოაზისი. ქვეყნის ხერხემალი არის ის, რაც გუშინ ჩვენ ყველამ ვიხილეთ და ტაში დავუკარით და საქართველოს მოსახლეობისთვის არის ძალიან კარგი და სასარგებლო.
ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედით ვუყურებთ და ბუნებრივია, რომ ჩვენ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან გვაქვს დადებითი სიგნალები, დადებითი ურთიერთობის დინამიკა. ნუ იდარდებთ ნურაფერზე, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ გაქვთ სანქცია? აბა, რა გადარებთ?, – ამბობს ღუდუშაური.
აშშ-ში მოგზაურობის თაობაზე დასმულ კითხვას “ოცნების” დეპუტატმა ასე უპასუხა: კიდევ მიყვარს, კიდევ წავალ! That’s all!




