გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი 16 სექტემბერს გამოცხადდება

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი 16 სექტემბერს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ხვალინდელ სხდომაზე კი მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ, ასევე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს გრიგოლ ლილუაშვილი. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე ნინო თარაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში