საქართველოს ისტორიის მეათე კლასის სახელმძღვანელოში, რომლის ავტორებიც ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე ბოშიშვილი არიან, პირველი რესპუბლიკის პერიოდი (1918–1921 წწ.) ნახსენები არ არის.
არსებული ინფორმაციით, წიგნი აგებულია „პიროვნება ისტორიაში“ თემატიკით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, 1918–1921 წლებში მოღვაწე არცერთმა პიროვნებამ ავტორების ყურადღება ვერ დაიმსახურა. წიგნში ივანე ჯავახიშვილის თემას პირდაპირ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თემა მოსდევს.
როგორც ცნობილია, ისტორიის სახელმძღვანელო 4 ნაწილად უნდა გამოიცეს. უცნობია, შემდეგ ნაწილებში იქნება თუ არა პირველი რესპუბლიკის პერიოდი და თუ იქნება — რა თემატიკის შესაბამისად.




