ვინ არის თამაზ ბორაშვილი, რომელიც პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

ვინ არის თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა სუს-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წა­რად­გი­ნა?

თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლი ამ დრომ­დე სუს-ში, ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს წარ­ვუდ­გენთ თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას. თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლი 20 წე­ლი­წად­ზე მე­ტია მსა­ხუ­რობს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მა­ში. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში მან მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პო­ზი­ცი­ი­დან და­ი­წყო და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ი­ა­რა თან­მიმ­დევ­რუ­ლი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე. 2017 -2022 წლებ­ში თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტრო­ში იკა­ვებ­და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბებს.

2022 წელს ის კვლავ დაბ­რუნ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც იკა­ვებ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს. წელს კი და­ი­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ.

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის პირ­ვე­ლი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც და­ი­კა­ვებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, რაც ვფიქ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს სის­ტე­მის ინ­სტი­ტუ­ცი­ურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ნდო­ბას გა­მო­უ­ცხა­დებს თა­მაზ ბო­რაშ­ვილს. თა­მაზ ბო­რაშ­ვილს წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე”, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­მაზ ბო­რაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა სუს-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა უნდა და­ამ­ტკი­ცოს.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გელა გე­ლა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?