მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

მოგ­ზა­უ­რო­ბის სე­ზონ­ზე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში შორ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტის ცვე­თას აჩ­ქა­რებს. შე­მოდ­გო­მა კი ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბა სულ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა – სკო­ლა, სამ­სა­ხუ­რი, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მი­მოს­ვლა და ქა­ლაქ­ში ხში­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბა და გა­მარ­თუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმის­თვის, რომ სე­ზო­ნის ცვლი­ლე­ბას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე – დე­ტა­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა და სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში შეც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. „თე­გე­ტა მო­ტორ­სმა“ მძღო­ლებს, მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კამ­პა­ნი­ის „მზად იყა­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის – გა­ი­ა­რე მე­ტის“ ფარ­გლებ­ში, სექ­ტემ­ბერ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მო­უმ­ზა­და.

კონ­სტან­ტი­ნე ფა­ცა­ცია, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ პრო­დუქ­ტე­ბის უფ­რო­სი ოფი­ცე­რი: „ზა­ფხუ­ლი, რო­გორც წესი, მა­ღა­ლი მო­ბი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა – ავ­ტო­მო­ბი­ლით უფრო ხში­რად და შორ მან­ძილ­ზე გა­და­ვად­გილ­დე­ბით, რაც მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ცვე­თას ზრდის. ამი­ტომ ზა­ფხუ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა და იმ კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად რე­სურ­სი ამო­წუ­როს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, ძრა­ვა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სის­ტე­მე­ბი, რად­გან სექ­ტემ­ბრი­დან ყო­ველ­დღი­ურ რიტ­მში ვბრუნ­დე­ბით და ამ ცვლი­ლე­ბას ავ­ტო­მო­ბი­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა შეხ­ვდეს“.

„მზად იყა­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის – გა­ი­ა­რე მეტი“ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „თე­გე­ტა მო­ტორ­სმა“ სექ­ტემ­ბერ­ში მომ­ხმა­რებ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მო­უმ­ზა­და. მათ შო­რი­საა ფას­დაკ­ლე­ბა სა­ბუ­რა­ვებ­ზე – კომ­პო­ნენ­ტებ­ზე, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­ტემ­ბე­რი და ხში­რად ოქ­ტომ­ბე­რიც ჯერ კი­დევ თბი­ლი პე­რი­ო­დია, შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში შე­საძ­ლოა ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუ ის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. თუ ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი სა­თა­ნა­დო კონ­დი­ცი­ა­ში აღარ არის, „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ მომ­ხმა­რებ­ლებს სე­ზო­ნის ბოლო სპე­ცი­ა­ლურ ფა­სებს სთა­ვა­ზობს.

30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ზა­ფხუ­ლის ჩი­ნუ­რი სა­ბუ­რა­ვე­ბი – 69 ლა­რი­დან, ხოლო ბრიჯს­ტო­უ­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი – 149 ლა­რი­დან.

„თუ ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი გაც­ვე­თი­ლი ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, მათი შეც­ვლა ახლა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ამას­თა­ნა­ვე, თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვებს შეც­ვლის და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნო­ემ­ბერ­ში, ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვებ­ზე გა­დას­ვლას გა­და­წყვეტს, შე­ნახ­ვის სა­კი­თხიც მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს. „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ მძღო­ლებს სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ნახ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც სთა­ვა­ზობს. ეს მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ისი­ნი კომ­პა­ნი­ა­ში და­ტო­ვოს და შე­სა­ბა­მი­სი სე­ზო­ნის დად­გო­მი­სას ავ­ტო­მო­ბილ­ზე კვლავ და­ა­ყე­ნოს“, – აღ­ნიშ­ნავს კონ­სტან­ტი­ნე ფა­ცა­ცია.

სე­ზო­ნის ცვლი­ლე­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა აკუ­მუ­ლა­ტო­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც უნდა მი­ექ­ცეს. ეს ის კომ­პო­ნენ­ტია, რომ­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბამ შე­საძ­ლოა, ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ქოქ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შექ­მნას. ზა­ფხუ­ლის ცხელ პი­რო­ბებ­ში ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის შემ­დეგ აკუ­მუ­ლა­ტო­რის შე­მოწ­მე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შეც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

სექ­ტემ­ბერ­ში „თე­გე­ტა მო­ტორ­სმა“ მომ­ხმა­რებ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც მო­უმ­ზა­და. მათ კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რი პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბის – VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის შე­ძე­ნა 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ. ამას­თა­ნა­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სით აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის შე­ძე­ნა 109 ლა­რი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ძვე­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რის ჩა­ბა­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ფას­დაკ­ლე­ბი­თაც ისარ­გებ­ლე­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რის ამ­პე­რა­ჟი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რის ამ­პე­რა­ჟის ტოლი ან მეტი იყოს. ნე­ბის­მი­ე­რი აკუ­მუ­ლა­ტო­რის შე­ძე­ნი­სას მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ნახ­ლე­ბულ სა­გა­რან­ტიო პი­რო­ბებს მი­ი­ღებს.

ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოვ­ლი­სას არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰა­ე­რი­სა და სა­ლო­ნის ფილტრე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჰა­ე­რის ფილტრის მდგო­მა­რე­ო­ბა საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას­თან პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა ან გა­ჭე­დილ­მა ფილტრმა შე­საძ­ლოა ჰა­ე­რის სა­თა­ნა­დო ნა­კა­დი შე­ზღუ­დოს, საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა გა­ზარ­დოს და ძრა­ვის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ მომ­ხმა­რებ­ლებს ჰა­ე­რი­სა და სა­ლო­ნის ფილტრის უფა­სოდ შეც­ვლის სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს.

სექ­ტემ­ბე­რი კარ­გი პე­რი­ო­დია ძრა­ვის ზე­თის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მისი შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლა­დაც. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტენ­სი­ურ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ და ხან­გრძლივ­მა მგზავ­რო­ბამ შე­საძ­ლოა, ძრა­ვის ზე­თი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ფილტრე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა. მისი შე­მოწ­მე­ბა კი მძღოლს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლა მწარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი მან­ქა­ნის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს.

„გა­ი­ა­რე მეტი“ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, 30 სექ­ტემ­ბრამ­დე მომ­ხმა­რებ­ლებს რუ­ხის, თე­ლა­ვი­სა და ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ა­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ: SHELL-ის ძრა­ვის ზე­თებ­ზე – 15%-იანი, ხოლო PETRONAS-ის ძრა­ვის ზე­თებ­ზე 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს.

ავ­ტო­მო­ბი­ლის დრო­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მის ტექ­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, სა­ჭი­რო კომ­პო­ნენ­ტე­ბი პრობ­ლე­მის წარ­მო­შო­ბამ­დე შევ­ცვა­ლოთ და გა­და­ად­გი­ლე­ბა უფრო უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გავ­ხა­დოთ. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ კამ­პა­ნია „მზად იყა­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის – გა­ი­ა­რე მეტი“ – მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბი­თა და სერ­ვი­სე­ბით მო­ამ­ზა­დოს და გა­მარ­თუ­ლად, უსაფრ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად მეტი გზა გა­ი­ა­როს.

—-

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ შე­სა­ხებ: „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ არა­ერ­თი პრე­მი­უმ ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.