10-11 სექტემბრის ღამის საათებში უკრაინამ დრონებით რუსეთში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რის პარალელურადაც ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ონლაინმაღაზიის, Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრში.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, იერიშების შემდეგ სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების ხმა ისმოდა რეგიონში მდებარე ქალაქ ენგელსშიც.
ცნობისთვის, ომის განმავლობაში სარატოვის ნავთოგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ობიექტს, რომელსაც ნაწილობრივ რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft ფლობს, ყოველწლიურად დაახლოებით 4.8 მილიონი მეტრული ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
ამასთან, Ozon-ის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ დრონების სამიზნე სარატოვში მდებარე მათი ლოგისტიკური ცენტრი გახდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ცენტრში გაჩენილი ძლიერი ხანძარი ჩანს