მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 16 300 ლარს – ბათუმში 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა.
ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ  დაეუფლა  დაზარალებულის  კუთვნილ დიდი ოდენობით – ჯამში 16 300 ლარამდე თანხას”. – წერია შსს-ს განცხადებაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.