ეთიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე მარგარიტა სიმონიანს შეეწირება.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, ეჭვობს, რომ მარგო სიმონიანი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.
გული მიგრძნობს, ბატონი კობახიძე მარგარიტა სიმონიანს ეწირება და ასე გაგრძელდება ეს ამბავი. რაც ამას მოყვება, ეს იქნება. საბედისწერო აღმოჩნდება მარგოს სიმონიანი მისთვის, – განაცხადა ჯეჯელავამ.



