სოფო კილასონია: ახალი ფილმი გვქონია. “გურია” დაურქმევიათ და ძალიან სასაცილო ყოფილა. მაგრამ…

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია:

ახალი ფილმი გვქონია. “გურია’ დაურქმევიათ და ძალიან სასაცილო ყოფილა. მაგრამ ყველა “იმიჯში”, ქარდსა და პოსტერში ჩანან ადამიანები, ცალ თვალზე რომ ხელი აქვთ აფარებული. ზუსტად ასე ვიღებდით ფოტოებს გავრილოვის ღამის შემდეგ. იმ მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, რომლებმაც თვალი დაკარგეს. დააიგნორო ეს ამბავი და უდანაშაულო მოსახლეობაზე სისტემური ძალადობის სხვა ამბები და ილაპარაკო კომედიაზე, ეს არის ბოროტი ცინიზმი. და თუკი იგივე ასოციაციას არ აღვიძებს ეს გამოსახულება შენში, ეს უკვე რაღაც სერიოზულად სახოფათოსი, მგონი სოციოპათიის ნიშნებია. ალბათ ელით, რომ სტატუსი დასრულდებოდა ასე – “და მაინც, წარმატებას ვუსურვებ ამ ფილმს”. მაგრამ არა, ასე არ დასრულდება, არასდროს დამიყენებია ხელოვნება ადამიანზე მაღლა. რაკი კარგად ვიცი რას ნიშნავს ხელოვნება და რას ნიშნავს ადამიანი და მათი მიმართება. ამიტომაც პოსტი დასრულდება ასე – და მაინც, ვიმედოვნებ, რომ ოდესმე, ყველა არტისტში გაიღვიძებს სინდისი, რაც მათ უკეთეს არტისტებად აქცევს. მათი ხელვნება კი აღარ იქნება ასე გულგრილი, შემზარავი და უხერხული.