ბანკებში ყველაზე მეტი პრობლემური სესხი სარესტორნო ბიზნესს აქვს

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაფე-რესტორნებისთვის ბანკების მიერ გაცემულ 158 მლნ ლარის (ეკვივალენტი დოლარში) ქეისში 10,5 მლნ ლარის – 6.6% პრობლემური სესხებია.
7% -მდე, 58.2 მლნ ლარამდეა უმოქმედო სესხები სასტუმრო და ტურისტული ბიზნესისთვის დოლარში გაცემულ სესხებში. ევროში კი 3%-ის ფარგლებშია, პრობლემური სესხების მოცულობა კი 44 მლნ ლარამდე.
აგვისტოდან, მას შემდეგ რაც საბანკო სექტორი სებ-თან ანგარიშგების IFRS სისტემაზე გადავიდა, კვების ობიექტების დაკრედიტება 8%-ით, 696 მლნ ლარამდე გაიზარდა.
სასტუმრო და მთლიანად, ტურისტული ბიზნესის დაფინანსება კი შემცირებულია 7.7%-ით. 2.8 მლრდ ლარამდე