ირაკლი : ბახმაროს რაც შეეხება – მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კურორტ ბახმაროში ორბი ჯგუფის მიერ დაგეგმილ მშენებლობას გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ წარმოდგენილი პროექტი გენერალურ გეგმას შეესაბამება.
“ბახმაროს რაც შეეხება – მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა. თუ ამ პროექტთან დაკავშირებით სხვა ობიექტური კითხვები არსებობს, მთავრობის წევრებთან ერთად განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და შეგვიძლია, ამის საფუძველზე, მოგვიანებით დეტალური ინფორმაცია გაგიზიაროთ. დღევანდელი მოცემულობა ისაა, რომ წარმოდგენილი პროექტი ფართო ჩართულობით მომზადებულ გენგეგმას შეესაბამება. დანარჩენზე ვიმსჯელებთ და ვნახავთ, რა შეიძლება, გაკეთდეს”. – თქვა კობახიძემ პარლამენტში, სადაც ის ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
3 თებერვალს ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს და პროექტის ფოტოები გაავრცელა.
“ბახმაროს ახალი სიცოცხლე. მომავლის ბახმარო”. – დაწერა მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა